Рецензия на «Лела Анджапаридзе - Ниазу Диасамидзе» (Ирина Санадзе)

ლელა ანჯაფარიძე - ნიაზ დიასამიძეს

გარეთ ყვაოდა ჟასმინის ტოტი...
ამოდიოდა სურნელი ცამდე...
დღეს აქ მოვიდა სუყველა ლოთი
და თეთრ ყვავილებს ჭიქებით სვამდნენ...
აქ სადღეგრძელო იმდენი ითქვა,
რამდენიც იყო დასალოცავი...
აქ იყო ზუსტად იმდენი სიტყვა,
სიტყვა ლამაზი და საოცარი...
დედა, ძმაკაცი, სიკეთე, ქალი...
საქართველო და მისი ნათელი
წითელი ღვინო , ანკარა წყალი...
თბილისის ქუჩა, ღამენათევი...
ნიაზი...ყველას გული და თვალი,
ნიაზი...ყველას სევდა და ნიჭი...
იქნება, ცოტა კიდევაც მთვრალი...
მაგრამ ყველაზე ლამაზი ბიჭი...
გარეთ ყვაოდა ჟასმინის ტოტი,
ამოდიოდა სურნელი ცამდე...
მათგან არცერთი არ იყო ლოთი,
უბრალოდ, ჭიქით ჟასმინებს სვამდნენ...

Ирина Санадзе   20.12.2020 07:37     Заявить о нарушении

Перейти на страницу произведения
Перейти к списку рецензий на это произведение
Перейти к списку рецензий, полученных автором Ирина Санадзе
Перейти к списку рецензий, написанных автором Ирина Санадзе
Перейти к списку рецензий по разделу за 20.12.2020