Рецензия на «Жертва» (Юраан)

ეთერის დემონმა დღეს შუადღისას,
ჩვენს ადგილობრივ რადიოხაზზე,
სიმართლის თქმისა ჩაგვთვალა ღირსად:
,,ბირთვული ომის ვართო, თქვა, ზღვარზე,,
და მწუხრთან ერთად ველების ტყვენნი:
ბალახი, გზა და ტყეც კი ხალვათი,
თბილი კერა და ირგვლივ ნაშენი,
თაღიც კი ცისა ვითარც ხალათი,
გაერთიანდნენ. ერთ ხედად იგცნენ,
მათი გულები ტირის და მოსთქვამს.
როგორც ტარაგი, ვერსად გაექცნენ
და დასასრულის ელიან მოსვლას.
აღარა ჰყოფნის ჰაერი ფილტვებს,
და დამიბნელდა სინათლე თვალთა
მთლად ცხოველური შიში მკლავს, მიტევს
და ჩავიმუხლე იქვე, პარმაღთან.
თვალწინ დამიდგა სურათი ძველი,
მწყემსების გუნდი ძირს განთხეული,
გადავარჩინო ძე, ჩვენი მხსნელი -
მომეცა შანსი ვიყო რჩეული.
და მიწიერი გცეული მსხვერპლად
საკურთხევლამდე ზეცად გამხდარი,
სულს გაახარებს, არ აქცევს ფერფლად
ვით დრი მარადი არს კალენდარი.

Тинатин Менабде   27.11.2015 19:45     Заявить о нарушении

Перейти на страницу произведения
Перейти к списку рецензий на это произведение
Перейти к списку рецензий, полученных автором Юраан
Перейти к списку рецензий, написанных автором Тинатин Менабде
Перейти к списку рецензий по разделу за 27.11.2015