Звеньевая - полученные рецензии

Рецензия на «Берегите лес от пожара!» (Звеньевая)

Правильный Стих.

Емельянов-Философов   27.02.2022 05:57     Заявить о нарушении
Рецензия на «Отар Чиладзе - Комната» (Звеньевая)

Прекрасный перевод! С уважением Игорь Качалов

Качалов Игорь   07.10.2021 07:04     Заявить о нарушении
Рецензия на «Отар Чиладзе - Комната» (Звеньевая)

ოთარ ჭილაძე - ოთახი
ქალი ტიროდა. გარეთ კი თოვდა
და გროვდებოდა თოვლი რაფაზე.
და ქალთან რაღაც საერთო ჰქონდა
ზამთრის სიმკაცრეს და სიკაპასეს.
შეშფოთებულნი იყვნენ საგნებიც,
ან თოვლის შუქზე მოჩანდნენ ასე
და, რა თქმა უნდა, ჩემზე ნაკლებად
იტანჯებოდნენ ტირილის ხმაზე.
ის კი ტიროდა და პირქვე იწვა:
სურდა ტირილით თავი გაერთო...
და უკვე თოვლით დაფარულ მიწას
იმ ქალთან რაღაც ჰქონდა საერთო.

Звеньевая   27.01.2021 08:54     Заявить о нарушении
Рецензия на «Бату Данелия - Соловью» (Звеньевая)

ბათუ დანელია - ბულბულს

ბულბულო, ხემივით რომ აქნევ ცვრიან ნისკარტს,смычок
მაგ ციცქნა ჩიჩახვში ვინ გიზის პიანისტად?!зоб
გისმენ და – ამოდენ სიტკბოს რომ მაზიარებ,
ეგ შენი სონატა, ნეტავი, რაზე არი?!
იქნება იმაზე, მადლიც რომ სინაზეა, добродетель, благо, милость, божий дар
ან იქნებ სატრფოზე, ან იქნებ იმაზეა,
რომ ქვეყნად რაღაც ყოველთვის პაპარაცობს
და არვის შერჩება სიავე აღარასდროს...
ჩაფლულხარ ტოტებში და ატკბობ ლამაზ სერებს,
მე გისმენ, გისმენ და ეს ფიქრი არ მასვენებს:
ხემივით რომ აქნევ პაჭუა, ცვრიან ნისკარტს,
მაგ ციცქნა ჩიჩახვში ვინ გიზის პიანისტად?!

Звеньевая   23.01.2021 19:40     Заявить о нарушении
Рецензия на «Мирза Геловани - Дождись» (Звеньевая)

მირზა გელოვანი - მელოდე

მე დაბრუნდებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, –
შენი ლამაზი გული მელოდეს.

შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.

და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.

გეტყვიან… ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.

…და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, –
შენი ლამაზი გული მელოდეს.

Звеньевая   20.01.2021 12:24     Заявить о нарушении
Ира моя дорогая, какой небесной чистоты строки...

Марья Иванова -Переводы   16.04.2023 23:45   Заявить о нарушении
Рецензия на «Отар Чиладзе - Трачу всё, что должно» (Звеньевая)

ოთარ ჭილაძე - რაც დასახარჯი არსებობს...

რაც დასახარჯი არსებობს - ვხარჯავ,
რაც სანახავი არსებობს - ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

ვერ დავარბიე ჩემში ველური,
კანდაშაშრული მზით და მარილით,
ვერ მივაჭედე სულს სახელური,
რომ გამოაღოს ყველამ კარივით.

ყველა ზეიმზე დავიგვიანე,
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.

მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

Звеньевая   19.01.2021 06:36     Заявить о нарушении
Рецензия на «***» (Звеньевая)

ტერენტი გრანელი - მე და გალაკტიონი

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

Звеньевая   25.09.2020 23:24     Заявить о нарушении
Рецензия на «Коте Кубанеишвили» (Звеньевая)

კოტე ყუბანეიშვილი
დაფარულა თუმცა ღრუბლით
თითქოს რომ აკანკალებს
მთვარე თავის ნათელ შუბლით
ზღვაზე ტოვებს ნაკვალევს
საიდანაც ვერცხლის სარკე
ნაფშვენებათ იყრება
და ბილიკიც ზეცისაკენ
მთვარის ციმციმს მიყვება
სადღაც მეშვიდე ცის იქით
სივრცეს კიდე უქრება
მიდის ქრისტე იმ ბილიკით
პილატს ესაუბრება
რომ პირველივე მზის შუქით
შეეგებოს ალიონს
და რომ თავი იგრძნოს უკეთ
დილის მადლი დალიოს

Звеньевая   16.02.2020 17:49     Заявить о нарушении
Рецензия на «William Blake - The Wild Flower s Song» (Звеньевая)

похожие судьбы у наших растений: http://www.stihi.ru/2016/04/14/5703

Кумохоб   02.05.2019 10:26     Заявить о нарушении
С удовольствием погостила на Вашей странице.

Звеньевая   02.05.2019 12:12   Заявить о нарушении
Тоже только что из гостей!

Кумохоб   02.05.2019 13:49   Заявить о нарушении